2018-01-06 15:16:17, 3020 ნახვა
მსოფლიო
ტორონტოს აეროპორტში ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა
ტორონტოს საერთაშორისო აეროპორტში ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა.
სამგზავრო ლაინერს, რომელიც მექსიკიდან მოფრინავდა, დაშვების დროს სადგომიდან გამოსული ცარიელი თვითფრინავი შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა.
ბოინგის ბორტზე 168 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიებაც.
ავტორი: ,