02:36 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-06 11:51:14, 2343 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანი: ევროკავშირში გაწევრიანებაზე დაუსრულებელმა დიალოგმა თურქეთი დაღალა

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ევროკავშირის წევრობის შესახებ დაუსრულებელი მოლაპარაკებებისგან დაიღალა, - ამის შესახებ ერდოღანმა პარიზში, ფრანგ კოლეგასთან ემანუელ მაკრონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.

როგორც ერდოღანმა აღნიშნა, მათ არ შეუძლიათ ევროკავშირს მუდმივად სთხოვონ წევრობა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ "თურქეთმა წევრობაზე განაცხადი ათობით წლის წინ შეიტანა, ქვეყნის გაწევრიანება ჯერაც არ მომხდარა".

"ანკარა ევროკავშირის მიმართ მუდმივი თხოვნების ხასიათზე არ არის. როდესაც პროცესის გაჭიანურების მიზეზს ვკითხულობთ, ევროკავშირი პასუხს ვერ გვცემს. თავდაპირველად 15 საკითხის გაუმჯობესებას გვთხოვდნენ, ახლა მოთხოვნები 35-მდე გაიზარდა", - აღნიშნა ერდოღანმა.

ცნობისთვის, პარიზში თურქეთსა და საფრანგეთს შორის ანტისარაკეტო თავდაცვის კომპლექსების მოწყობის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.  ერდოღანმა აღნიშნული შეთანხმება "ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯად" შეაფასა.

შეგახსეენებთ, რომ თურქეთმა ევროკავშირ გაწევრიანების სურვილი ჯერ კიდევ 1997 წელს გამოთქვა, ხოლო მოლაპარაკებები 2005 წელს დაიწყო. მიუხედავად ამისა სხვადასხვა უთანხმოების გამო ისინი პერიოდულად ჩერდება. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics