2018-01-05 13:43:48, 2192 ნახვა
მსოფლიო
ქაბულში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა - დაიღუპა 20 ადამიანი
ქაბულში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ Tolo News იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ტერაქტის დროს კიდევ 30 ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.
აფეთქება ქაბულის ერთ-ერთ რაიონში, პოლიციის საკონტროლო გამშვებ პუნქტთან მოხდა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
ცნობისთვის, 3 იანვარს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტერაქტის აღკვეთის შესახებ განაცხადა. სამართალდამცველებმა ერთ-ერთ გარეუბანში 13 ბოევიკი დააკავეს.
ავტორი: ,