08:50 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-05 13:25:25, 2165 ნახვა

მსოფლიო
ნიკი ჰეილი: არ უნდა დავუშვათ, რომ ირანში მოვლენები სირიის სცენარით განვითარდეს

გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი ნიკი ჰეილი ირანში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, ირანში სირიის სცენარის განვითარების საშიშროება არსებობს.

"მთელმა მსოფლიომ ნახა ის საშინელება, რაც სირიაში ხდება. ეს ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სისხლიანი რეჟიმი ხალხის მშვიდობიანი პროტესტის უფლებას არ აღიარებდა. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ეს ირანშიც განმეორდეს", - ნათქვამია ჰეილის განცხადებაში.

მისივე თქმით, ირანში მიმდინარე მოვლენები ირანელი ხალხის ფუნდამენტური უფლებების საკითხს ეხება.

შეგახსენებთ, რომ დღეს აშშ-ის ინიციატივით ირანის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.

ირანში ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციების ტალღა ერთ-ერთ ქალაქში პროდუქტების გაძვირების გამო დაიწყო, რამდენიმე დღეში კი, მთელ ქვეყანას მოედო და პოლიტიკურ მოთხოვნებში გადაიზარდა. შეტაკებებს 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics