13:46 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-30 10:30:32, 1088 ნახვა

რეგიონი
მუშამ, რომელიც ხელფასის აღებას უშედეგოდ ითხოვდა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ვალეში, საბავშვო ბაღისა და კულტურის სახლის სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული ერთ–ერთი მუშა, რომელსაც ვალეში ბინა ჰქონდა ნაქირავები, აბაზანში ჩამომხრჩვალი ნახეს;- ამის შესახებ "სამხრეთის კარიბჭე" იუწყება.

გარდაცვლილი ვალეში სამუშაოდ დაახლოებით ხუთი თვის წინ ჩავიდა და ბინა იქირავა. დამსაქმებლის, შპს „ქრისტინე სარაშვილის“ დირექტორის ნუგზარ სარაშვილის თქმით, 35 წლის მამაკაცი დევნილი იყო: „ოჩამჩირიდანაა, სად ცხოვრობდა ვალეში ჩამოსვლამდე, არ ვიცი“. 

გარდაცვლილი ერთ–ერთი იყო იმ აქციის მონაწილეებს შორის, რომლებმაც ვალეში სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით 27 დეკემბერს, ღამით, აქცია გამართეს. მუშები ბოლო ოთხი თვის ხელფასის დარიცხვას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამუშაოების შეჩერებითა და გზის გადაკეტვით იმუქრებოდნენ. 

როგორც ვალეში ადგილობრივები აცხადებენ, გარდაცვლილს ბევრი ვალი ჰქონდა და იმის გამო, რომ ხელფასს ვერ იღებდა, ვერც ბინის ქირას ისტუმრებდა. 

ვალეში საბავშვო ბაღსა და კულტურის სახლს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებული შპს „ქრისტინე სარაშვილი“ არემონტებს. მისი თქმით, მუშების დავალიანების დაფარვა გუშინ დაიწყო: „სრულად არ გაგვისტუმრებია, დღეს ბოლომდე დავფარავთ“. 

სარაშვილი აქციის დღეს აცხადებდა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიიდან თანხა გადარიცხული იყო თუმცა მის ანგარიშზე ასახვას დრო სჭრიდებოდა. 

„ჩვენი მხრიდან დაგვიანება არ ყოფილა, თანხა დროულად გადაირიცხა“, – აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით დაწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics