2017-12-29 09:56:22, 3149 ნახვა
მსოფლიო
იტალიის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა
იტალიის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ პარლამენტი დაითხოვა. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის კანცელარიამ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას სერჟიო მატარელამ ხელი უკვე მოაწერა, რითაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას სტარტი მისცა.
ხელისუფლების განმარტებით, პარლამენტის ირივე პალატის დათხოვნის მიზეზი, არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევაა.
ვადამდელი არჩევნები იტალიაში 2018 წლის 4 მარტს ჩატარდება.
ავტორი: ,