13:45 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-28 19:28:13, 928 ნახვა

რეგიონი
ბათუმში წინასაახალწლო ღონისძიებები გრძელდება

ბათუმში წინასაახალწლო ღონისძიებები გრძელდება.

ღონისძიებებს ევროპის მოედანი მასპინძლობს.

 ხვალ, 29 დეკემბერს 12:00-დან 17:00 საათამდე საბავშვო-გასართობი კონცერტი გაიმართება.

 18:00 საათზე წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართება ბათუმის ბულვარშიც. შესრულდება ქორეოგრაფიული და ვოკალური ნომრები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბათუმელი შემსრულებლები, გიორგი ბერიძე,  ირაკლი გოგიტიძე და ადგილობრივი ბენდები.

კონცერტის პარალელურად, კოლონადებთან ინდივიდუალური ავტორების მიერ შესრულებული 

 საახალწლო თემატიკის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. დღის ბოლოს, ევროპის მოედანზე  ნიაზ დიასამიძისა და 33ა-ს კონცერტი გაიმართება.

ევროპის მოედანზე მთელი დღის განმავლობაში საბავშვო-გასართობი ღონისძიებები  30 დეკემბერსაც მოეწყობა.  

საღამოს 20:00 საათზე დაიწყება კონცერტი ბათუმელი ბენდების მონაწილეობით: ლურჯი იალქანი, Black sea, Scool Band და Geoplanet.

განსაკუთრებით მრავალფეროვანია საახალწლო პროგრამა 31 დეკემბერს.

 21:00 საათიდან ევროპის მოედანზე  საცირკო წარმოდგენა აკრობატი სანტების მონაწილეობით მოეწყობა.

 23:00 საათზე  საახალწლო გალა-კონცერტი ვაჟა ტუღუშის, სოფო ხალვაშის, ნიკო ბერიძის, გიორგი ბერიძის, ანსამბლი „ბათუმის", სულხან დევაძის და ლადო ყატაშვილის მონაწილეობით დაიწყება.

 საახალწლო პროგრამა 00:30 სთ-ზე ჯგუფი „მგზავრების" კონცერტით გაგრძელდება.

(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics