2017-12-27 14:06:29, 3068 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვში მძევლები ფაბრიკა „მენშევიკის“ ყოფილმა დირექტორმა აიყვანა
პირი, რომელმაც მოსკოვში, ფაბრიკა „მენშევიკში“ მძევლები აიყვანა, აღნიშნული ფაბრიკის ყოფილი დირექტორია.
როგორც ილია ავარიანოვმა რადიოსადგურ Business FM-ს განუცხადა, სამხრეთ-აღმოსავლეთ მოსკოვის ოლქის პროკურორებმა მას ფაბრიკა უკანონოდ ჩამოართვეს.
"ყალბი დოკუმენტებით ფაბრიკა ჩამომართვეს, გამაკოტრეს. მე რვა შვილი მყავს. იცით, უკვე ოთხი წელია ვიბრძვი, ისინი კი ყიდულობენ ადამიანებს და ყალბი დოკუმენტებით მუშაობენ", - განაცხადა ფაბრიკა "მენშევიკის" ყოფილმა დირექტორმა.
ავარიანოვი ამბობს, რომ ესროლა იმას, ვინც ამ საქმეში გახვეული იყო.
შეგახსენებთ, სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ადგილზე პოლიცია და სპეცრაზმია მობილიზებული.
ავტორი: ,