2017-12-27 13:51:21, 2938 ნახვა
მსოფლიო
ტრაპზონში ISIS-თან კავშირში ბრალდებული საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
ტრაპზონში ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ Yenisafak იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, მოქალაქეები ცოლ-ქმარნი არიან.
მედიის ცნობით, ტრაპზონის ანტიტერორისტულმა დანაყოფმა სპეცოპერაციის ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკისას, დაკავებული ცოლ-ქმრის სახლში ტერორისტულ დაჯგუფებასთან დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტები ამოიღო.
სააგენტო წერს, რომ საქართველოს მოქალაქები ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდნენ.
ავტორი: ,