2017-12-26 20:31:25, 3161 ნახვა
მსოფლიო
ეგვიპტეში 15 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ეგვიპტეში 15 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს.
განაჩენი დღეს დილით აღასრულეს.
ინფორმაციას AFP-ი ავრცელებს.
მსჯავრდებულებს ბრალი სინას ნახევარკუნძულზე განხორციელებულ თავდასხმაში დასდეს, რასაც რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა.
მედიის ცნობით, მხოლოდ 2015 წელს ეგვიპტეში სიკვდილით 22 ადამიანი დასაჯეს, თუმცა ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ დღევანდელი მონაცემები ორჯერ მეტია.
ავტორი: ,