13:46 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-26 12:51:50, 960 ნახვა

რეგიონი
ბათუმში, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობა შეაჯამეს და ღვაწლმოსილი მედიკოსები დააჯილდოვეს

ბათუმის მუსიკალურ ცენტრში, მედიცინის დღესთან დაკავშირებით, აჭარი ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2017 წლის საქმიანობის შეჯამება და ღვაწლმოსილ მედიკოსთა დაჯილდოება გაიმართა.

აჭარაში მედიცინის მუშაკის დღე 1996 წლიდან, 23 დეკემბერს აღინიშნება. ღონისძიების ფარგლებში ჯილდოები გადაეცა რეგიონის ჯანდაცვის სფეროს 20 წარმომადგენლს.

დაჯილდოვდნენ: გული ქიქავა, მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგი; ნათელა ანანიძე, კლინიკა „მედცენტრის“ ონკოგინეკოლოგი; რამაზ შაქარაძე, ქობულეთის რეგიონული საავადმყოფოს ზოგადი ქირურგი; ალექსი ცეცხლაძე, ბობოყვათის ამბულატორიის ექიმი; ლალი კალანდაძე, ბათუმის სამშობიარო სახლის მეან-გინეკოლოგი; მართა სიორდია, ჩაქვის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ოჯახის ექიმი; ლიანა დეხტიარევა, გონიოს თემის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ოჯახის ექიმი; ნანა დონდოლაძე, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელი; რუსუდან სალუქვაძე, სოციალური მომსახურების საააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსის მოადგილე; გურამ ქარცივაძე, ბარათაულის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის თერაპევტი; ციცინო შავაძე, დიდაჭარის სოფლების: ირემაძეების, გობაძეებისა და ბოძაურის ოჯახის ექიმი, ხულოს საავადმყოფოს ექიმი – პედიატრი; თამაზ აბაშიძე, თხილნარის თემის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი; ირინა ზამთარაძე, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი; თენგიზ თებიძე, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ქირურგიული დეპარტამენტის უფროსი; თამაზ ხმალაძე, ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ექიმი; ნანა საყვარელიძე, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა დღის ცენტრ ,,თანას“ დირექტორი; ლევან (ნუკრი) ბეჟანიძე, მეან-გინეკოლოგი. 2016 წლიდან არის ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში; გიორგი ხალვაში, დანდალოს თემის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი; ირმა სანიკიძე, აჭარის დასაქმების სააგენტოს ბათუმის განყოფილების ხელმძღვანელი; მინდია კახიძე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი.

ღონისძიებას რეგიონის პირველი პირები, მინისტრთა კაბინეტის წევრები და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რაც შეეხება სოციალური დაცვის პროგრამებს, 2017 წელს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის პროგრამებით 10 620-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.

„კერძოდ, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებით მომსახურება გაეწია 7 937 ბენეფიციარს: მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაცია - გაიცა 400 ვაუჩერი, გულის ქირურგია - გაიცა 673 ვაუჩერი, ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება - გაიცა 1 287 ვაუჩერი, ონკოლოგიურ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურება - გაიცა 1 453 ვაუჩერი, მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება - გაიცა 2 288 ვაუჩერი, სახსრების ენდოპროთეზირება - გაიცა 106 ვაუჩერი, ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევა - გაიცა 1 722 ვაუჩერი, ნევროზული რეგისტრის დაავადებების მქონე პირთა სტაციონარული მკურნალობა-გაიცა 8 ვაუჩერი.

სარეზერვო ფონდიდან 34 პაციენტის სამედიცინო მომსახურებისთვის გამოიყო 124,955 ლარი. სოციალური დაცვის პროგრამებით ისარგებლა 2 683-მა ბენეფიციარმა: კერძოდ, სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაცია - პროგრამით ისარგებლა 625-მა ბენეფიციარმა, ბავშვთა ადრეული განვითარება - პროგრამით ისარგებლა 257-მა ბენეფიციარმა, გაიცა 1850 ვაუჩერი, ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაცია - პროგრამით ისარგებლა 700-მა ბენეფიციარმა, გაიცა 3466 ვაუჩერი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაცია -პროგრამით ისარგებლა 20-მა ბენეფიციარმა, დაფინანსდა რეაბილიტაციის 40 კურსი, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე და ხანდაზმულ პირთა გადაადგილების საშუალებებით უზრუნველყოფა - პროგრამით ისარგებლა 215-მა ბენეფიციარმა, სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფა - პროგრამით ისარგებლა 469 ბენეფიციარმა, აგიაცა 480 სმენის აპარატი, 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება - პროგრამით ისარგებლა 36-მა მოქალაქემ, ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება - პროგრამით ისარგებლა 70-მა ოჯახმა, დაიბადა 150 ტყუპი, 4 ოჯახში 3-3 ტყუპი, 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულთა ოჯახების დახმარება - დაღუპული ჯარისკაცების 20 ოჯახს და შშმ პირის სტატუსის მქონე ჯარისკაცის 3 ოჯახს გადაეცა 3,000-3,000 ლარი. დაღუპული ჯარისკაცების 21 დედასა და მეუღლეს გადეცა 1,000-1,000 ლარი, მიუსაფარ დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფა-პროგრამით ისარგებლა 20-მა ბენეფიციარმა, 9 დედა და 11 ბავშვი, ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფა-პროგრამით გაიცა 53 ვაუჩერი, პროგრამაში ამჟამად ჩართულია 38 ბენეფიციარი, სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხელშეწყობა - შეძენილ იქნა 13 ავტომანქანა, სოფლის ექიმების დამატებითი შრომის ანაზღაურება - მომსახურება გაეწია 129 946 პაციენტს, ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა - შეძენილ იქნა 111 საცხოვრებელი სახლი.

2017 წელს, სარეზერვო ფონდიდან, სტიქიით დაზარალებულ 198 ოჯახს გაეწია ფინანსური დახმარება 2 966 981 ლარის ოდენობით. სტიქით დაზარალებულ 243 ოჯახს საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ფართი“, - ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics