2017-12-25 11:17:08, 2190 ნახვა
მსოფლიო
გვატემალა საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანს
გვატემალა საკუთარ საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანს.
ამის შესახებ გვატემალის პრეზიდენტმა, ჯიმი მორალესმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„მე ვესაუბრე ისრაელის პრემიერ-მინისტრს და უკვე დავავალე საგარეო საქმეთა მინისტრს იმოქმედოს და ყველა საჭირო ზომა მიიღოს საელჩოს იერუსალიმში გადასატანად“, - წერს მორალესი.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების წინააღმდეგ რეზოლუცია 128 ხმით მიიღო. 8 ქვეყანამ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა. მათ შორის გვატემალამ.
ავტორი: ,