11:57 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-23 19:28:17, 732 ნახვა

რეგიონი
საპატრულო პოლიციამ გუდაური-კობის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეაჩერა

საავტომობილო გზის, გუდაური-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის და ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

შსს-ს ინფორმაციით, გადაკეტილი გზის მონაკვეთის მისასვლელებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს და მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის გუდაურის განყოფილების თანამშრომლები აკონტროლებენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ყველა სახის ავტომანქანებს დაბა ჟინვალში აჩერებენ, გზის გადაკეტვის შესახებ აწოდებენ ინფორმაციას და ურჩევენ ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებში განლაგდნენ. ხოლო, რუსეთის ფედერაციაში მიმავალი ავტომანქანების მძღოლებს უხსნიან, რომ გუდაური-კობის მონაკვეთზე შექმნილი ზვავსაშიშროების გამო, საქართველო-რუსეთის საზღვრამდე გადაადგილებას უახლოეს საათებში ვერ შეძლებენ.

ასევე, საჭიროების შემთხვევაში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, გზაზე გაჩერებულ ავტომანქანების მძღოლებსა და მგზავრებს, შესაბამის დახმარებას უწევენ“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics