2017-12-22 21:08:06, 3360 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მ „კანონიერი ქურდების" წინააღმდეგ სანქციები დააწესა
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკის მასშტაბით, კრიმინალური ავტორიტეტების სია გამოაქვეყნა. აშშ-ს ტერიტორიაზე მათი ყველა ფინანსური აქტივი გაყინულია, მოქალაქეებსა და კომპანიებს მათთან ბიზნესი ეკრძალებათ.
ე.წ კრიმინალური ავტორიტეტების სია კი ასეთია: ზაქარია კალაშოვი, ვასილი ქრისტოფოროვი, კამჩიბეკ კოლბაევი, ვლადისლავ ლეონტიევი, იური პიჩუგინი, ვლადიმერ ტიურინი, გაფურ რახიმოვი, ალიჟმან ტოხტახუნოვი, რუბენ ტატულიანი და ლაშა შუშანაშვილი.
ავტორი: ,