11:55 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-21 13:04:42, 840 ნახვა

რეგიონი
აჭარაში სერვისის გასაუმჯობესებლად 500 ადამიანი გადამზადდა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა რეგიონში სერვისების გაუმჯობესების მიზნით წელს, სექტორში ჩართული 500 მოქალაქე გადაამზადა.

დეპარტამენტის ცნობით, ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში  ტურიზმის დარგში დასაქმებულ კადრებს  ტრენინგები მთელი წლის განმავლობაში როგორც ბათუმში,  ასევე მთიან აჭარაში უტარდებოდათ.

“მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით ტრენინგები და მასტერკლასები რამდენიმე მიმართულებით ჩავატარეთ. წელს, პირველად აქტიურ სატრენინგო პროგრამაში ჩავრთეთ მთიან აჭარაში არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების მეპატრონეები. ჯამში, ყველა მუნიციპალიტეტში, 232 ადამიანს მათ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები რამდენიმე მნიშვნელოვანი თემის ირგვლივ ჩავუტარეთ. ესენია, როგორც  სტუმართმასპინძლობის ზოგადი პრინციპები, ტურისტის უსაფრთხოება, მასტერკალასებისა და ექსკურსიების ორგანიზება, ტურისტული პროდუქტების და შეთავაზების დამუშავება. ასევე, მომსახურების ძირითადი წესები და სტანდარტები, ტურისტების ტიპები და მახასიათებლები, ონლაინ მომსახურება, კონფლიქტური სიტუაციების მართვა. სერვისის ამაღლება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და 2018 წელს ამ მიმართულებით ვაპირებთ უფრო მასშტაბური ღონისძიებების გატარებას“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

2017 წელს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გიდების გადამზადების საკითხს. ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში გიდები მაღალმთიანი აჭარის მარშრუტების და დაცული ტერიტორიების, ასევე ბათუმის გიდის მიმართულებებით გადამზადნენ.

60 დამწყები და მოქმედი გიდი ინტენსიურ ტრენინგებს 4 ტურისტული მარშრუტის მიმართულებით ორი თვის განმავლობაში გადიოდა.  თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები აჭარის ისტორიის, ეთნოგრაფიის, ექსკურსიათმცოდნეობისა და ჯგუფის ფსიქოლოგიის თეორიულ სწავლებას, ასევე, ტურისტულ მარშრუტებზე პრაქტიკულ საველე გასვლებს, იქ არსებული ღირსშესანიშნაობებისა და ძირითადი სერვისების გაცნობას ითვალისწინებდა. მსგავსი მასშტაბის ტრენინგ-კურსები გიდებისთვის წელს პირველად ჩატარდა. ასევე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით გამოიცა პრაქტიკული სახელმძღვანელი გიდებისთვის.

მასტერკლასები და ტრენინგები ჩაუტარდა ბათუმში არსებული განთავსებისა და კვების ობიექტების, ასევე ტურისტული სააგენტოებისა და საინფორმაციო-ტურისტული ცენტრების მოქმედ  თანაშრომლებსაც. 

ტრენინგ-კონსულტაციები ძირითადათ მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა მომსახურების სტანდარტები, სურსათის უვნებლობა, დასუფთავება, პიარი და რეკლამა, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები. 2018 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტრენინგებისას განსაკუთრებულ ყურადღებას ტურისტულ ობიექტებში უსაფრთხოების ძირითად სტანდარტებს დაუთმობს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics