2017-12-21 10:28:48, 2520 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მა უკრაინისთვის თავდაცვითი ლეტალური იარაღის გადაცემას მხარი დაუჭირა
აშშ-ის ხელისუფლებამ უკრაინისთვის თავდაცვითი ლეტალური იარაღის გადაცემას მხარი დაუჭირა.
გამოცემა washingtonpost–ის ცნობით, კიევი მსხვილკალიბრიან იარაღს Barrett M107A1, და 41,5 მილიონი დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალას მიიღებს.
„სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინაში იარაღის კომერციული ექსპორტის ლიცენზიას დაეთანხმა, რადგან არასდროს გვქონია პოლიტიკა, რომელიც ასეთ კომერციულ გაყიდვებს ზღუდავდა“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისთვის 350 მილიონი დოლარი გამოყო.
ავტორი: ,