2017-12-20 16:40:38, 2606 ნახვა
მსოფლიო
მექსიკაში ტურისტებით სავსე ავტობუსი გადაბრუნდა - დაიღუპა 12 ადამიანი
მექსიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ავტოავარიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა 19 კი, დაშავდა.
BBC-ის ინფორმაციით, ავტობუსი, რომელსაც ტურისტები მაიას ცივილიზაციის ღირსშესანიშნაობის დასათვალიერებლად გადაჰყავდა, გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
მედიის ცნობით, ავტობუსში სულ 31 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის კანადის, იტალიის და შვედეთის მოქალაქეები. ისინი საკრუიზო ლაინერის მგზავრები არიან, რომელიც რამდენიმე დღით მექსიკის ქალაქ მაჰაჰ უალის პორტში გაჩერდა.
ავარიის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
ავტორი: ,