2017-12-18 12:36:16, 2163 ნახვა
მსოფლიო
მუმბაიში ხანძრის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა
ინდოეთის ქალაქ მუმბაიში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ Time Of India იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ხანძარი დასახლებულ პუნქტში, ერთ-ერთ სასადილოში გაჩნდა. ინციდნტის შედეგად, კიდევ 4 ადამიანი მძიმედ დაშავდა.
დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოფიციალურ პირებს მიაჩნიათ, რომ სასადილოში შესაძლოა, კიდევ რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდეს.
ადგილზე სახანძრო ბრიგადები და პოლიციაა მობილიზებული. მოძრაობა მიმდებარე ტერიტორიაზე მთლიანად გადაკეტილია. მიმდინარეობს გამოძიება.
ავტორი: ,