2017-12-18 11:51:12, 2131 ნახვა
მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის გენერალურ პროკურატურაში დაკითხვაზე მივიდა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, ამჟამად „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის გენერალურ პროკურატურაში დაკითხვაზე მივიდა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.
სააკაშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.
ოფიციალური ინფორმაციით, ის უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით უნდა დაიკითხოს.
გარდა ამისა, დღეს უკრაინის სასამართლომ უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის სარჩელი უნდა განიხილოს.
ავტორი: ,