|
2017-12-17 18:22:11, 2480 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი: ერთადერთი, რაზეც შეიძლება მოგველაპარაკონ, წყნარად ხელისუფლების გადაბარებაა
„ერთადერთი, რაზეც ისინი ჩვენ შეიძლება მოგველაპარაკონ არის წყნარად ხელისუფლების გადაბარება. დიალოგი უნდა იყოს სიტუაციის და ხელისუფლების შეცვლაზე, დიალოგი სხვა რა თემაზე შეიძლება იყოს?“,-ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, უკრაინაში "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდრმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან დაკავშირებით „რუსთავი2“-ს განუცხადა. “ყველანაირი მცდელობა, რომ დაგვაშინონ, ხალხს ტვინი აურიონ, დაარწმუნონ, რომ ამას აზრი არ აქვს, ჩაიფუშება. მე ვფიქრობ, რომ ეს მოძრაობა გაფართოვდება, მერე რა რომ ახალი წელია წინ, ჩვენ დრო გვაქვს, დრო ჩვენზე მუშაობს, მათ დრო არ აქვთ და ერთადერთი, რაზეც ისინი ჩვენ შეიძლება მოგველაპარაკონ არის წყნარად ხელისუფლების გადაბარება. დიალოგი უნდა იყოს სიტუაციისა და ხელისუფლების შეცვლაზე, დიალოგი სხვა რა თემაზე შეიძლება იყოს? სროლას ხომ არ დავიწყებთ? ასეთი რაღაცები წყდება მშვიდობიანად, მაგრამ კომპრომისები რომ არ იქნება ამ თემაზე, ამაში საერთოდ ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს“,- ამბობს მიხეილ სააკაშვილი. ცნობისთვის, პარტია სამოქალაქო პოზიციის ლიდერი ანატოლი გრიცენკო აღნიშნავს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს წერილში შერიგება შესთავაზა. „მიხეილს ახლა ძალიან უჭირს. ამით არის გამოწვეული შეცდომები და ხალხის განწყობების არაადეკვატური შეფასებები. სააკაშვილი უკრაინას სამშობლოდ მიიჩნევს, მაგრამ ობიექტურად მისი ღრმად გაგებისგან ის ჯერ ძალიან შორსაა“,-წერს ანატოლი გრიცენკო „ფეისბუქის“ გვერდზე.
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)