|
2017-12-15 15:24:34, 582 ნახვა
რეგიონი
წარმომადგენლობითი ხარჯები მაღალი რანგის საერთაშორისო ღონისძიებებს მოხმარდა
აჭარის მთავრობის აპარატის ბიუჯეტით გათვალისწინებული წარმომადგენლობითი ხარჯები მაღალი რანგის საერთაშორისო ღონისძიებებს მოხმარდა- აცხადებენ აჭარის მთავრობაში. ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს დღეს აჭარის მთავრობის აპარატის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ბესიკ ლილუაშვილმა უპასუხა. „ეს არ არის პასუხი „ნაციონალურ მოძრაობას". ეს არის ანგარიში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობისთვის, რომ მოსახლეობა კიდევ ერთხელ დარწმუნდეს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ყოველ თეთრს ხარჯავს მიზნობრივად და ხარჯავს იმისთვის, რისი საჭიროებაც დგას კონკრეტულ მომენტში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წინაშე. მეორე და მთავარი: მიმდინარე წელს აჭარის მთავრობამ უმასპინძლა არაერთ საერთაშორისო დონის კონფერენციასა თუ შეხვედრას. საკმარისია გავიხსენოთ თუნდაც ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოთა კონგრესი; თავდაცვისა და უსაფრთხოების მინისტერიალი; პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტები და სხვა არაერთი მაღალი რანგის სტუმარი, ღონისძიება თუ კონფერენცია. ყველა ეს ხარჯი, როგორც თვითონ მოიხსენიებენ, „სარესტორნო ხარჯი" გაწეულია სწორედ ამ სტუმრების პროტოკოლის მიხედვით, პროტოკოლის შესაბამისად და კანონის სრული დაცვით. აქვე შემიძლია განვმარტო, რომ არცერთი თეთრი ამ ხარჯიდან არ არის დახარჯული საქართველოს მოქალაქეზე, ან საქართველოს მთავრობის, ან სამინისტროს წარმომადგენლის, ან ქართველი ინვესტორის მიღებაზე. აქვე მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში წარმომადგენლობითი ხარჯი გასულ წლებთან შედარებით რამდენჯერმე არის შემცირებული. ფაქტობრივად სამჯერ და ოთხჯერ წინა წლებთან შედარებით. ისინი ხარჯავდნენ ათობით ათას ლარს თითო ღნისძიებაში. შეგიძლიათ თქვენ თვითონ გამოითხოვოთ ინფორმაცია, თუ რამდენი იხარჯებოდა 2012 წლამდე და რამდენი იხარჯება დღეს", - განაცხადა ბესიკ ლილუაშვილმა. (NS)
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)