19:26 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-14 20:35:08, 1806 ნახვა

კომენტარი
კალაძის თქმით, არსებობენ სოციალურად დაუცველებს ამოფარებული ადამიანები, რომლებიც უკანონო მშენებლობებიდან სარგებელს ნახულობენ

არსებობენ სპეციალური ჯგუფები, რომელთაც რეგიონებიდან მოქალაქეები ჩამოყავთ და თანხებს უხდიან იმისთვის, რომ გარკვეული ტერიტორია მიითვისონ და იქ შენობა-ნაგებობები განათავსონ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპახუხოდ განაცხადა.

კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით, მის მიერ გაკეთებული განცხადება განმარტა და აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტები დედაქალაქის მთავრობისთვის მიუღებელია.

„ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა. ის განცხადება, რომელიც მე გავაკეთე, ბევრმა გაიგო, თუმცა ბევრმა შესაძლოა, ვერ გაიგო. არსებობენ სპეციალური ჯგუფები, რომელთაც რეგიონებიდან ადამიანები ჩამოყავთ, გარკვეულ თანხებს აძლევენ იმისთვის, რომ უკანონოდ, გარკვეულ ტერიტორიებზე მიწა მონიშნონ, ან ააშენონ პატარა, ერთსართულიანი შენობა, იმისთვის, რომ გარკვეული დროის შემდეგ, მისი დაკანონება მოხდეს. ეს სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ფარად ჰყავთ, რომლის უკან გარკვეული ადამიანების ჯგუფია. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენს ინფორმაციას შესაბამის სამსახურებს მივაწვდით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება და იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟს თავად არ განახორციელებენ, კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება. 

„რა თქმა უნდა, კანონდარღვევაა, როდესაც უკანონოდ აშენებ მიწაზე, სადაც არანაირი ნებართვა არ გაქვს. ასეთი შემთხვევა ფაქტობრივად, ყველა რაიონშია. დემონტაჟის სამუშაოებს რაც შეეხება, ჩვენ ყველა გავაფრთხილეთ, მიეცათ გონივრული ვადა, რომ თვითონვე განახორციელონ შენობა-ნაგებობების დემონტაჟი. თუ თვითონ არ იმოქმედებენ, შემდეგ აღსრულების სამსახური იმოქმედებს“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
ტერიტორია დაატოვებინეს აქტივისტს, რომელიც კობახიძის ბრიფინგის პარალელურად, კანცელარიასთან, საპროტესტო წარწერით მივიდა
2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო - პროექტის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“
ბოლო 5 თვეში მდინარაძემ კობახიძისგან მე 5-ე, გენერალ-მაიორის წოდება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics