14:36 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-23 17:04:48, 1882 ნახვა

რეგიონი
დაბა ფასანაურის საზოგადოებრივ ცენტრში წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ წიგნის საერთაშორისო დღე დაბა ფასანაურის საზოგადოებრივი ცენტრის ბიბლიოთეკაში ადგილობრივ სკოლის მოსწავლეებთან ერთად აღნიშნა.

შეხვედრაზე გაიმართა საჯარო კითხვა, ლექსების მხატვრული კითხვის კონკურსი და ვიქტორინა. გამარჯვებულ ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

იუნესკოს 1995 წლის 15 ნოემბრის 28-ე სესიაზე 23 აპრილი ოფიციალურად დასახელდა წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღედ, 1996 წლიდან კი დაიწყო მისი აღნიშვნა. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა განათლების გავრცელების, კულტურული ტრადიციების გათვითცნობიერების ამაღლების მიზნით და იმის გათვალისწინებით, რომ წიგნი ცოდნის გავრცელების საუკეთესო და ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალებაა. 2003 წლიდან საქართველოც შეუერთდა იმ 80 ქვეყანას, სადაც წიგნის დღე 23 აპრილს აღინიშნება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გაეცანი საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებს მოსწავლეებისთვის - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
ბოკერია - რეჟიმს უნდა, გააგრძელოს საქართველოს უსაფრთხოების, მომავალი თაობის ხარჯზე გამდიდრება და ძალაუფლების შენარჩუნება საქართველოს მტრების ინტერესების სასარგებლოდ
პარტია „გახარია საქართველოსთვის“მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, მათი საკითხი ნაციონალებისგან ცალკე საქმედ გამოიყოს
ოპოზიცია დასავლეთის ქვეყნების ელჩებს შეხვდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics