16:00 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-11 13:42:21, 1823 ნახვა

კომენტარი
დოლიძე: მინისტრად დანიშვნიდან 3 თვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ სტრუქტურული ცვლილება საჭირო იყო

საქართველოს ეროვნული პლატფორმისა და მთავრობის ერთობლივი კონფერენციაზე: „საქართველო ევროკავშირის ასოცირების ამოცანები" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას დრო სჭირდება, თუმცა მინისტრი დარწმუნებულია, ერთობლივი შრომით, ეს დღე დადგება:

„24 ნოემბერს გამართული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, სიმბოლიკების გარეშე რომ ვთქვათ,  იყო მართლაც პრაქტიკული, შედეგზე ორიენტირებული და ძალიან მნიშვნელოვანი. ხვალ რომ გავიღვიძებ, მინდა, რომ ევროკავშირის წევრი ვიყო, ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი, მაგრამ ჩვენ რეალობაზე დაფუძნებული ვართ და ვიცით, რომ ეს ერთ დღე-ღამეში არ მოხდება, მაგრამ მოხდება  ძალიან დიდი შრომის ფასად. დარწმუნებული ვარ, ამას ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ამასთან, ვიქტორ დოლიძემ სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან  ევროინტეგრაციის საკითხებში სახელწმიფო მინისტრის აპარატის  გაერთიანების თაობაზე. დოლიძის შეფასებით, ეს არის საჭირო გადაწყვეტილება, რომლის ამოცანა  ნაკლები დანახარჯებით მმართველობის ეფექტურობის გაზრდაა:

„დღეს ბევრს საუბრობენ, უნდა იყოს თუ არა სამინისტროების ამგვარი შერწყმა. უნდა იყოს. ჩვენ ვართ ორიენტირებული იმაზე, რომ  შეიძლება მცირერიცხოვანი, მაგრამ ვიყოთ ეფექტური მთავრობა. მქონდა პატივი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრი ვყოფილიყავი, მაგრამ მერწმუნეთ, თავიდანვე, განსაკუთრებით 3 თვის შემდეგ,  ვიჯერე ის, რომ ეს საჭირო იყო. რადგან ჩვენ შეიძლება ვიყოთ ცოტანი, მაგრამ ვიყოთ ეფექტური. ვიყოთ მენეჯმენტზე ორიენტირებული და ორიენტირებული იმაზე, ნაკლები დანახარჯებით რაც შეიძლება მეტი სიკეთე მოვუტანოთ ქვეყანას“,-აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.

დოლიძის განმარტებით, საქართველო ბევრ სფეროში საკუთარი წარმატებით ამაყია:

„საქართველო არის ამაყი ქვეყანა იმ წვლილით,  რაც შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებაში, ალბათ, ამასთან დაკავშირებით ვერავინ შეგვეკამათება.ვფიქრობ, ჩვენი ევროკავშირთან დღევანდელი ურთიერთობა, რომელიც წარმოადგენს ალბათ არა მხოლოდ საგარეო და უსაფრთხოების პრიორიტეტებს, არამედ შიდა პრიორიტეტებს ჩვენი ქვეყნისა, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ის, რასთან დაკავშირებითაც შეგვიძლია, გვეამაყებოდეს.ჩვენ დაწყებული ეკონომიკიდან, დამთავრებული თავდაცვვით,  უსაფრთხოებით,  კულტურით, ჰუმანიტარული ურთიერთობით, ვართ ქვეყანა, რომელიც შეიძლება იყოს ამაყი და გავუზიაროთ მონაპოვარი ჩვენს  მეზობელ ქვეყნებს“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

მან ასევე მოლდოვასთან და უკრაინასთან საქართველოს ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა:

„მინდა, ზახი გავუსვა მოლდოვასთან და უკრაინასთან ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან ურთიერთობებს. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც დავიწყეთ სამიტამდე მათთან ურთიერთობები იმიტომ, რომ ჩვენ ერთ ნავში უნდა ვიყოთ, ერთად უნდა ვიყოთ, რადგან ეს იქნება უფრო მეტად საჭირო ბერკეტი, რათა ჩვენი ინტეგრაცია  რაც შეიძლება მალე მოხდეს. ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით რეალურად მივაღწიეთ შედეგებს და შედეგი იყო 24 ნოემბერი“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ესტონეთი ევროკავშირს „ქართული რეჟიმის“ წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
სარჯველაძე : რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი - ჩემთვის მითუმეტეს შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA
პირთა ჯგუფი ჯარში გაწვევის თავიდან ასარიდებლად, ყალბ ჯანმრთელობის ცნობებს ამზადებდა და 30 წვევამდელიდან ასი ათას ლარზე მეტი აიღო
ერთ წელიწადში საქართველოში 1560 ბავშვზე იძალადეს, მათ შორის 170-ზე სექსუალურად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics