15:59 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-11 11:40:32, 1791 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: ჩვენი ამოცანაა, ურთიერთობების მზარდი ინტენსივობა ევროკავშირთან სრულფასოვანი წევრობით დაგვირგვინდეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დასრულდა, საქართველოს ხელისუფლების დემოკრატიული, ლიბერალური რეფორმების წარმატება კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„მინდა, ყველას გულწრფლეად მოგილოცოთ საქართველოს წარმატება.საქართველო უკვე უპირობოდაა აღიარებული აღმოსავლეთის პარტნიორობის ყველაზე წარმატებულ ქვეყნად“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეროვნული პლატფორმის ერთობლივ კონფერენციაზე.

თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით,  საქართველოს თვითმიზანი არა აღმოსავლეთის პარტნიორობის ყველაზე წარმატებულ ქვეყნად აღიარება, არამედ ევროკავშირში  სრულფასოვანი წევრობაა:

„ეს ჩვენი თვითმიზანი არასდროს ყოვილა. ხელისუფლების ამოცანაა, რომ ჩვენი ურთიერთობების მზარდი ინტენსივობა ევროკავშირთან სრულფასოვანი წევრობით დაგვირგვინდეს.

ევროატლანტიკურ ალიანსა და ევროკავშრიში გაწევრიანება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული განვითარების გარანტია იქნება. ჩვენი საზოგადოება სულ უფრო მეტად იზიარებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანს,რ აც ნიშნავს რომ დასავლური თანამეგობრობის წევრობა ხელისუფლების სურვილი კიარა,  ხალხის თავისუფალი ნების გამოვლინებაა“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმისა და საქართველოს მთავრობის რიგით მე-2 ერთობლივ კონფერენციაზე: „საქართველო ევროკავშირის ასოცირების ამოცანები" მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ესტონეთი ევროკავშირს „ქართული რეჟიმის“ წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
სარჯველაძე : რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი - ჩემთვის მითუმეტეს შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA
პირთა ჯგუფი ჯარში გაწვევის თავიდან ასარიდებლად, ყალბ ჯანმრთელობის ცნობებს ამზადებდა და 30 წვევამდელიდან ასი ათას ლარზე მეტი აიღო
ერთ წელიწადში საქართველოში 1560 ბავშვზე იძალადეს, მათ შორის 170-ზე სექსუალურად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics