10:18 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-09 11:58:51, 655 ნახვა

რეგიონი
ბათუმი სამედიცინო ტურიზმის პირველ საერთაშორისო დღეებს მასპინძლობს

ბათუმი სამედიცინო ტურიზმის პირველ საერთაშორისო B2B (business to business) დღეებს მასპინძლობს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება სასტუმრო „ვინდჰემ ბათუმში“ დღეს გაიხსნა და ორ დღეს გაგრძელდება.

B2B დღეების მიზანია საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ქართული კლინიკების უშუალო მონაწილეობით.

B2B დღეების გახსნის ღონიძიებაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა. ზაალ მიქელაძემ სამედიცინო ტურიზმის დღეების მნიშვნელეობაზე ისაუბრა.

„საქართველოში ჯანდაცვის რეფორმამ და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებამ კერძო სექტორის განვითარებას დიდი შესაძლებლობა მისცა. ჩვენ უკვე გადავედით იმ ეტაპზე, რომ შეგვიძლია ახალი სერვისები შევთავაზოთ უცხოელ პაციენტებს. ამ შეხვედრიდან ჩანს, რომ დაინტერესება დიდია, დღეს ბათუმს 22 უცხოური კომპანიის წარმომადგენელი სტუმრობს და საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მიღწევებს ეცნობა“, -აღნიშნა ზაალ მიქელაძემ.

ღონისძიების გახსნას ესწრებოდა ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენელი. პროექტში მონაწილეობს საქართველოს წამყვანი 22 კლინიკა, ხოლო 22 კომპანია მოწვეულია პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებიდან, კერძოდ: აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უკრაინა, ბელარუსია და რუსეთი. კომპანიებს შორის ძირითადად ქართული კლინიკებისთვის პოტენციური სამომავლო პარტნიორებია შერჩეული, რაც კლინიკების მენეჯმენტს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას ორი დღის განმავლობაში ჩატაარონ პირისპირ შეხვედრები და გააცნონ ყველა იმ სამედიცინო სერვისების ჩამონათვალი რაზეც შესაძლებელია უცხოელი პაციენტების მოზიდვა საქართველოში. პროექტი ხორციელდება B2B ორგანიზაციის ინიციატივითა და ორგანიზებით.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics