16:00 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-09 10:27:07, 1840 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: დღეს საქართველოში არის უფრო მეტი ნატო და ნატოში უფრო მეტი საქართველოა

დღეს საქართველოში არის უფრო მეტი ნატო და ნატოში უფრო მეტი საქართველოა, რასაც დიდწილად უნდა ვუმადლოდეთ ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრების მიზანმიმართულობას და დიდ ძალისხმევას ამ გამოწვევებით აღსავსე, მაგრამ ღირსეულ გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ასევე მისიის ხელმძღვანელის საქართველოში საქმიანობის ვადის ამოწურვას მიეძღვნა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა უილიამ ლაჰიუს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ამ მიმართულებით ქვეყნის წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი შეფასებით, ნატოს სამეკავშირეო ოფისი დაარსების დღიდან დაუღალავად შრომობს ალიანსთან საქართველოს ურთიერთობების გასაღრმავებლად და მნიშვნელოვან რეკომენდაციებსა და დახმარებას უწევს მთავრობას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოების გზაზე.

„სიხარულით აღვნიშნავ საქართველოს თანმიმდევრულ პროგრესს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების გზაზე, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება  საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორების ნატოს სტანდარტებსა და კრიტერიუმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში და ნატოს სამომავლო წევრობისთვის საქართველოს მომზადებაში. ყველა ვაცნობიერებთ, რომ საქართველოს წარმატება ჩვენი საერთო წარმატებაა. ჩვენი მოკავშირეებისა და მეგობრების მხარდაჭერის წყალობით საქართველო იქცა ნამდვილ რეგიონულ ლიდერად დემოკრატიის კონსოლიდაციის, ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობისა და ეფექტიანი მმართველობის განმტკიცების კუთხით. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ჩვენი დემოკრატიული ტრანსფორმაცია არის მნიშვნელოვანი ეტაპი ნატოსთან დაახლოების გზაზე და ის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ნატოს ჯარებთან საქართველოს ურთიერთქმედების ხარისხის გაუმჯობესება და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება. ძვირფასო უილიამ, ვსარგებლობ შემთხვევით, რათა პირადად მოგახსენოთ მადლობა წლების განმავლობაში საქართველოს განვითარებაში თქვენ მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი და, ამავე დროს, ემოციური წვლილისთვის. მადლობას გიხდით, რომ მოგვეცა  თქვენი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა. გმადლობთ, რომ ხართ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი, რასაც ჩვენ, რასაკვირველია, დიდად ვაფასებთ. გისურვებთ წარმატებას თქვენს მომავალ საქმიანობაში. ჩვენ ყოველთვის სიხარულით მიგიღებთ, რადგანაც დიდად ვაფასებთ ჩვენს განსაკუთრებულ მეგობრობას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ესტონეთი ევროკავშირს „ქართული რეჟიმის“ წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
სარჯველაძე : რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი - ჩემთვის მითუმეტეს შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA
პირთა ჯგუფი ჯარში გაწვევის თავიდან ასარიდებლად, ყალბ ჯანმრთელობის ცნობებს ამზადებდა და 30 წვევამდელიდან ასი ათას ლარზე მეტი აიღო
ერთ წელიწადში საქართველოში 1560 ბავშვზე იძალადეს, მათ შორის 170-ზე სექსუალურად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics