|
2017-12-06 17:57:19, 1835 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე ბოკერიას: პრემიერი არის იქ, სადაც მას საქმე აქვს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შემდეგ საპარლამენტო სესიაზე, პრემიერ-მინისტრი გუნდთან ერთად პარლამენტის წინაშე წარსდგება და ყველა შეკითხვას პასუხს გასცემს. თალაკვაძე გამოემხაურა „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას შკითხვას - სად არის დღეს პრემიერ-მინისტრი. თალაკვაძის თქმით, პრემიერი არის იქ, სადაც საქართველოს აქვს 5%-იანი ეკონომიკური განვითარება, საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით წარმატებები, ბიუჯეტის თანმიმდევრულო ხარჯვა, მდგრადი ეკონომიკური განვითარება და ინვესტიციები, სადაც ქვეყანას სტაბილურობა და მშვიდობა აქვს: „ბატონო გიგა, მინდა, გაგახაროთ და გითხრათ, რომ ბატონი პრემიერ-მინისტრი შემდეგ საპარლამენტო სესიას პირადად, თავის გუნდთან ერთად დაესწრება, მიიღებს მონაწილეობას, შეკითხვები, პასუხები, დებატი, ეს ყველაფერი იქნება და ვნახოთ, რა შეკითხვები გექნებათ და რა პასუხებსაც მიიღებთ, მაგასაც შემდეგ სესიაზე დაინახავთ. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას-სად არის პრემიერ-მინისტრიო, პრემიერი არის იქ, სადაც მას აქვს კონკრეტული ამოცანები და საქმე და თქვენც კარგად იცით, პრემიერ-მინისტრის საქმე რა არის. პრემიერი არის იქ, სადაც საქართველოს აქვს 5%-იანი ეკონომიკური განვითარება, აქვს საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით წარმატებები, სადაც საქართველოს აქვს ბიუჯეტის თანმიმდევრული ხარჯვა, სადაც საქართველოს აქვს მდგრადი ეკონომიკური განვითარება და ინვესტიციები, სადაც საქართველოს აქვს, რაოდენ საწყენიც არ უნდა იყოს ზოგ-ზოგიერთებისთვის, ქვეყანაში სტაბილურობა და მშვიდობა.აქ რომ უსაფრთხოების პოლიტიკაზე ლექციებს გვიკითხავთ, ბატონო სერგი, თქვენ როცა იყავით მმართველობაში, მაშინ არ იცოდით უსაფრთხოება როგორ უნდა ყოფილიყო კოორდინირებულ-გაანალიზებულ-დაცული? გქონდათ ეს უსაფრთხოება ჩვენ რომ გვასწავლით ჭკუას, გადახედეთ ერთი ბოლო 5 წელიწადს, საქართველო არის რეგიონში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა. თქვენი დოქტრინებით რა უსაფრთხოებაც გქონდათ დაცული, კარგად გვახსოვს“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)