17:29 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-06 12:23:44, 1797 ნახვა

საზოგადოება
ქართული ღვინის მასშტაბური პრეზენტაცია-დეგუსტაციები ტოკიოსა და ოსკანაში გაიმართა

ქართული ღვინის მასშტაბური პრეზენტაცია-დეგუსტაციები ტოკიოში და ოსაკაში გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში უძღვებოდა.

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ ღონისძიებას იაპონიაში საქართველოს ელჩი  ლევან ცინცაძე,  ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ანდრო ასლანიშვილი და თავმჯდომარის მრჩეველი დავით ტყემალაძე დაესწრნენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ღვინის პრეზენტაცია-სემინარს ადგილობრივი სომელიეები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მათ შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ შემდეგი კომპანიების ღვინოები: „შატო მუხრანი“, „ფაფარი ველი“, „იბერიული“, „ლაგვინარი“, „გიუაანი“, „ორგო“ და „მეღვინეობა ხარება“.

ტოკიოში გამართულ დეგუსტაციას კენიჩი ოჰაშისთან ერთად ასევე უძღვებოდა იაპონელი სომელიე  ჰიროში იშიდა, ხოლო ოსაკაში - სომელიე სატორუ მორი.

იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთ მზარდ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს.

მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, ამ ქვეყანაში ექსპორტირებულია 155 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 8%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მოწვევით,  კენიჩი ოჰაში ქართული ღვინის ბაზრის კვლევის მიზნით საქართველოს მიმდინარე წელს ორჯერ ეწვია.

ამასთან ერთად, კენიჩი ოჰაშის ავტორობით იაპონურ ჟურნალის - „Sommelier” ბოლო ორ ნომერში და ჟურნალ  „WANDS“-ში ქართული ღვინის შესახებ სტატიები დაიწერა.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ჰერჩინსკიმ ტონს დაუწიოს, აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
ვლადიმერ ჭინჭარაულის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო ხელოვნური ინტელექტი BOG-ის სტიპენდიით?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics