16:51 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-05 16:38:06, 265 ნახვა

სპორტი
ვლადიმერ ჭინჭარაულის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება

საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი 2019 წლიდან.

ვლადიმერ ჭინჭარაული ქართველი პარამსროლელია, რომლის წარმატებაც 12 წლის თავდაუზოგავ შრომას ეფუძნება. მთელი ამ წლების განმავლობაში მას ერთი მიზანი ჰქონდა: პარალიმპიური მედალი საქართველოსთვის.

2024 წელს, პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე, ეს მიზანი აღსრულდა. ვლადიმერმა 50 მეტრზე შაშხანიდან სროლაში, R9 კატეგორიაში, ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.

ეს იყო მომენტი, როდესაც 12 წლის შრომამ შედეგი გამოიღო და ვლადიმერი მსოფლიოს საუკეთესო პარამსროლელებს შორის აღმოჩნდა.

თუმცა ვლადიმერი აქ გაჩერებას არ აპირებს. მისი შემდეგი მიზანი 2028 წელს, აშშ-ში გასამართ პარალიმპიურ თამაშებზე მოხვედრა და ასპარეზობაა. „დანებებას არ ვაპირებ“, - ეს მისი კრედოა.

მაგრამ რამდენად ხშირად ვსაუბრობთ ამ მიღწევებზე?

პარასპორტსმენების ისტორიებს ხშირად მხოლოდ მაშინ ვიხსენებთ, როდესაც ისინი მედალს იგებენ. თუმცა მათი მიღწევები და შესაძლებლობები ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. შედეგად, პარალიმპიელი ჩემპიონები, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელით იბრძვიან, იშვიათად ხდებიან იმ ბრენდებისა და კამპანიების ნაწილი, რომლებიც მათ ცნობადობას მეტად გაზრდიდა.

სწორედ ამიტომ საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, მიზნად ისახავს პარალიმპიელი ჩემპიონებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამ პროცესში ბრენდების ჩართვას. კამპანიის მიზანია, რომ პარასპორტსმენებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ. ასე გაჩნდა კამპანიის მთავარი კითხვა: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“

კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია. ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“

კითხვა ბრენდებისთვის გამოწვევად იქცევა: შეავსონ ცარიელი ადგილი და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა.

ჩემპიონები მზად არიან.

ახლა ბრენდების ჯერია.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ჰერჩინსკიმ ტონს დაუწიოს, აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
ვლადიმერ ჭინჭარაულის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო ხელოვნური ინტელექტი BOG-ის სტიპენდიით?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics