2017-12-06 11:03:05, 1756 ნახვა
კომენტარი
რატიანი სააკაშვილზე: დემოკრატიული ქვეყნისთვის პოლიტიკური დევნა და პოლიტპატიმრები ანაქრონიზმია
„თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნისთვის პოლიტიკური დევნა, პოლიტპატიმრები ქვეყნის განვითარებას აფერხებს“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი კიევში მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
„თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნისთვის პოლიტიკური დევნა, პოლიტპატიმრები არის ანაქრონიზმი, რომელიც აფერხებს ქვეყნის განვითარებას, ლახავს იმიჯს და გარდა ამისა, ანგრევს სახელმწიფოებრიობას და სახელმწიფო ინსტიტუციურ სტრუქტურებს. ჩვენ ვნახეთ რა მოსდის სახელმწიფოს, როდესაც ხელისუფლება გასცემს არაკანონიერ ბრძანებებს“, - განაცხადა სერგო რატიანმა.
ავტორი: ,