00:50 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-05 15:50:20, 1552 ნახვა

საზოგადოება
სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით ბილტმორში დასაქმების ფორუმი ჩატარდება

მიმდინარე წლის 8 დეკემბერს, სასტუმრო ბილტმორში სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი ჩატარდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დასაქმების ფორუმის ერთდღიანია, ოფიციალური გახსნა 11.00 საათზეა დაგეგმილი.

უწყების ცნობით, ფორუმს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე გახსნის.

ფორუმის მონაწილეებს, კი დამსაქმებლებთან შეხვედრა 12:00 დან 15:00 საათამდე შეეძლებათ.

სამუშაოს მაძიებლები უნდა დარეგისტრირდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე (www.ssa.gov.ge) განთავსებულ დასაქმების ფორუმის ლინკზე http://apps.ssa.gov.ge:4000/ 7 დეკემბრის 24.00სთ-მდე.

დასაქმების ფორუმის შესახებ SMS შეტყობინება 26 000 სამუშაოს მაძიებელს დაეგზავნა.

 დასაქმების ფორუმი, რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს საშუალებას მისცემს ადგილზე გაეცნონ და გაესაუბრონ პოტენციურ დამსაქმებლებს.

ფორუმზე წარმოდგენილი იქნებიან საქართველოში მოქმედი კომპანიები, სამუშაოს მაძიებლებს საშუალება ექნებათ ორგანიზაციებს გააცნონ საკუთარი შესაძლებლობები.

დღეის მდგომარეობით, ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 60-მდე დამსაქმებელი, წარმოდგენილი იქნება 400-მდე პოზიცია, 1000-ზე მეტი ვაკანსია. მონაწილე კომპანიები წარმოადგენენ აქტიურ ვაკანსიებს მომსახურების, საბანკო, სავაჭრო, სამრეწველო, საფინანსო და სხვა სფეროებიდან.

წლის შემაჯამებელ დასაქმების ფორუმზე ბილტმორში დამსაქმებელი კომპანიები  შემდეგ ვაკანსიებს წარმოადგენენ: პროექტის მენეჯერი, ოპერატორ-ტექნიკოსი, გაყიდვების მენეჯერი, ბუღალტერი, მაღაზიის მენეჯერი, ტექნიკოსი, ტრანსპორტის სპეციალისტი, ხაზინის სპეციალისტი, მარაგების მართვის უფროსი, უსაფრთხოების ადმინისტრატორი, შიდა აუდიტორი, საწყობის თანამშრომელი, IT სპეციალისტი, სექტორის მენეჯერი, მიმღები ოპერატორი, პერსონალური მენეჯერი, მონიტორინგის მენეჯერი, ფილიალის მენეჯერი, უფროსი პროგრამისტი, სატელეფონო ცენტრის სპეციალისტი, კურიერი, მძღოლი, ენერგეტიკოსი, მერჩენდაიზერი.

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამონაწილეობით და ორგანიზებით მთელი საქართველოს მასშტაბით 2017 წელს 12 დასაქმების ფორუმი და 1 დასაქმების ფესტივალი ჩატარდა.

მე-14 ფორუმი, კი რომელიც ბილტმორში ჩატარდება უშუალოდ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ არის ორგანიზებული.

ფორუმი განკუთვნილია პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადამზადებული კურსდამთავრებული და შრომის ბაზრის საინფორმაციო მართვის სისტემაში worknet.gov.ge -ზე დარეგისტირებული სამუშაოს მაძიებლებისათვის.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics