00:50 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-05 15:11:41, 1658 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგია შეიმუშავა

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდების შემუშავების პროცესში, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მზად არის ითანამშრომლოს ყველა კომპეტენტურ მხარესთან. 

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის  უწყებებთან ერთად, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიის პროექტი შეიმუშავა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სტრატეგია 2017 წელს ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული მასშტაბური ღონისძიებებით მიღებულ გამოცდილებას ემყარება და სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები (ქიმიური წამლობა).

უწყების ცნობით, მავნებლის განადგურების მეთოდების შემუშავებაში აქტიურადაა ჩართული სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოფელ ანასეულში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკის ცენტრში ბიოლოგიური ლაბორატორია მოეწყობა, სადაც მეცნიერები აქტიურად იმუშავებენ.

ბრძოლის ეფექტიანი მეთოდების შემუშავების მიზნით, სამეცნიერო წრეებთან მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს  შეხვედრები სამინისტროსთან არსებული სამუშაო-საკონსულტაციო ჯგუფის   ფორმატში. 

აღსანიშნავია, რომ  ქვეყანაში არსებული სამეცნიერო პოტენციალის სრულად გამოყენების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, განიხილოს მეცნიერების მიერ მოწოდებული კომპეტენტური წინადადებები და მოსაზრებები, რომელთა მოწოდება შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე  info.moa@gov.ge. დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, გაგრძელდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ენტომოლოგების ჩართულობა მავნებელთან ბრძოლის მეთოდების შემუშავებასა და ღონისძიებების დაგეგმვაში.  

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics