09:41 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-05 14:45:21, 1581 ნახვა

კომენტარი
ცინცაძე: სააკაშვილი ციხეში იქნება, უცხო ქვეყანაში, საქართველოში, თუ მთვარეზე, ყველგან პოლიტიკოსად დარჩება

სააკაშვილი გენეტიკურად პოლიტიკოსია, მას პოლიტიკის გარდა სხვა ინტერესი არ აქვს, - ასე ეხმაურება ექსპერტი სოსო ცინცაძე  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის  მიერ,  7 სართულიანი კორპუსის სახურავზე ასვლით, უკრაინაში პოლიტიკური მოქმედებების  გაპროტესტებას.

მისი თქმით, სააკაშვილი იმ დონის პოლიტიკოსია, რომ ცივილიზებული საზოგადოების მხრიდან, მისი საქმის მიმართ დიდი დაინტერესებაა.

ცინცაძის შეფასებით, თუკი სააკაშვილის საქართველოში  ექსტრადირება მოხდება, მის პროცესს საერთაშორისო საზოგადეობა „გამადიდებელი  შუშით“ დააკვირდება:

„სააკაშვილი პოლიტიკისთვისაა დაბადებული. სააკაშვილი გენეტიკურად პოლიტიკოსია-შეცდომებით, უშეცდომოდ, კარგი, ცუდი, სხვა არის, მაგრამ სააკაშვილი პოლიტიკოსია. სააკაშვილისგან განსხვავებით, დღევანდელ ჩვენს ხელისუფლებაში ვერ ვხედავ პოლიტიკისთვის დაბადებულ ადამიანს. ბიძინა ივანიშვილი რომ ავიღოთ,  ხელად გაირკვა, რომ ის პოლიტიკისთვის არ არის დაბადებული.ამ ადამიანს სხვა ინტერესები აქვს, სააკაშვილს პოლიტიკის გარდა სხვა არაფერი ინტერესები არ აქვს. სააკაშვილი სადაც არ იქნება- ციხეში, უცხო ქვეყანაში,  საქართველოში იქნება, თუ   მთვარეზე გაფრინდება, სადაც არ უნდა იყოს, ყველგან პოლიტიკოსად დარჩება. სააკაშვილი არ არის არც ახალაიას დონის და არც მერაბიშვილის დონის პოლიტიკოსი, რომ მის მიმართ იგივე დაინტერესება, თუ დაუინტერესება იყოს უცხოეთის მხრიდან,  ვიდრე ამ ხალხის მიმართ არის. სააკაშვილის პროცეს აქ, გამადიდებელი შუშით დააკვირდება მთელი ცივილიზებული საზოგადოება, რომ აქ სრულად იყოს დაცული მისი უფლებები. სასამართლოსთვის არ აქვს მნიშვნელობა იმას, განსასჯელი როგორ იცავდა სხვის უფლებებს, როდესაც ის იყო პრეზიდენტი. სააკაშვილი არის ბრალდებული და საკითხი ეხება მისი უფლებების დაცვას.ერთია შურისძიება და სამართლიანი  სასამართლო სულ სხვაა“,-განაცხადა სოსო ცინცაძემ.

ცინცაძე დარწმუნებულია, რომ  სააკაშვილის საქართველოში გასამართლების შემთხვევაში,  მისი საქმე სტრასბურგს გადაეცემა:

 „ჩვენ წინასწარვე 100%-ით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ თუ გასამართლდა სააკაშვილი  საქართველოში, ეს საქმე აუცილებლად წავა სტრასბურგში. ქართული მართლმსაჯულება ჯერ კიდევ არ დგას ევროპულ დონეზე. ამიტომ, სტანდარტები ჯერ კიდევ სხვადასხვაა. მთავარია არა ბრალდების წარდგენა, არამედ ამ ბრალდების დამტკიცება. ყველამ ისედაც იცის, რა დამტკიცება სჭირდება ამას- შეიძლება საქართველოში მუშაობდეს ეს მაქსიმა- ყველამ იცის, ხალხს ხოცავდნენ, სახურავებზე ყრიდნენ, საკუთრებას ართმევდნენ, ეს კი, მაგრამ კონკრეტული მტკიცებულებები ევროპელი მოსამართლეებისთვის აუცილებელია“,-აღნიშნა სოსო ცინცაძემ და აქვე ივარაუდა, რომ მიხეილ სააკაშვილის პრობლემა, საქართველოში არსებულ მძიმე სოციალურ მდგომარეობას გადაფარავს:

„არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილის პრობლემა გადაფარავს უმძიმეს სოციალურ მდოგმარეობას. შეიძლება ხელისუფლებას ეს აწყობდეს კიდეც. ხომ ხედავთ რა მოხდ? ! რაც ლარმა დაიწყო სვლა  უფსკრულისკენ, მას შემდეგ ხან ტერორისტების ამბავი ხდება, ხან შენობები იწვება, ბავშვები ხოცავენ ერთამენთს, სულ გადაიფარა და ცოტასღა ახსოვს, რომ ქვეყანაში ასე გაუარესდა სოციალური მდგომარეობა.ჟურნალისტების ყურადღება გადადის უკვე სხვაგან. გადაფარვის პროცესში ვართ. ერთ რაიმე მოვლენას ხელად გადაფარავს უფრო ტრაგიკული და ისე არ არის, რომ ცუდი კარგმა გადაფაროს, სამწუხაროდ, ცუდს უფრო ცუდი ფარავს“,-განაცხადა სოსო ცინცაძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბარში.

შეგახსენებთ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დააკავა. მას დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობას და დანაშაულის დაფარვას ედავებიან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics