|
2017-12-05 14:07:53, 1752 ნახვა
კომენტარი
სოსო ცინცაძე: ორი ვარიანტია - სააკაშვილს ან საქართველოს გადმოსცემენ, ან ქვეყნიდან გააძევებენ
ექსპერტ სოსო ცინცაძის ვარაუდით, უკრაინა მიხეილ სააკაშვილს საქართველოს გადმოსცემს, ან მას ქვეყნიდან გააძევებს. როგორც ცინცაძემ „ექსპრესნიუსს“ მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განუცხადა, მთავარია, შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები - მიხეილ სააკაშვილის მოშორება გადაწყვეტს თუ არა უკრაინის სახელმწიფოს წინაშე მდგარ პრობლემებს. თავად ექსპერტი ფიქრობს, რომ პეტრო პოროშენკო სააკაშვილის იზოლირებით პრობლემებს ვერ გადაჭრის: „როგორ ჩანს, საქმე იქეთ მიდის, რომ მიხელ სააკაშვილს ჯერ დააკავებენ, შემდეგ ალბათ მოხდება ან ექსტრადაცია საქართველოში, ან ქვეყნიდან გაძევება. მთავარი ისაა, შემდგომ რა მოხდება. აქ უკვე საკითხი აღარ ეხება სააკაშვილის, როგორც პიროვნების პოლიტიკურ მომავალს. აქ უკვე დგას საკითხი - თვითონ უკრაინის მომავალი როგორი იქნება. სააკაშვილის მოშორება, გადაწყვეტს უკრაინის, როგორც სახელმწიფოს, წინაშე მდგომ დღევანდელ პრობლემებს?! სააკაშვილმა, ვთქვათ, თავის მთავარ იარაღად იქ აირჩია კორუფციასთან ბრძოლა, მაგრამ მარტო სააკაშვილმა აღმოაჩინა, რომ უკრაინა კორუფციაშია ჩაფლული? ეს სააკაშვილის ნოუჰაუ არ არის და არც მისი აღმოჩენა და არც მისი მიგნებაა. მთელი ცივილიზებული მსოფლიო ღიად ლაპარაკობს იმაზე, რომ უკრაინა ყელამდეა ჩაფლული კორუფციაში.სულ ცოტა ხნის წინ, მან ფინანსური დახმარების მორიგი ტრანშიც ვერ მიიღო იმიტომ, რომ ვერ ასრულებს პირობებს, რაც მას წაუყენეს დასავლელმა სპონსორებმა, თუ ის კორუფციას დაძლევს, დემოკრატიულ მექანიზმს შექმნის და ა.შ. სააკაშვილი სულაც არ იყო უკრაინაში მაიდანის მოვლენების დროს, მაშინდელი პრეზიდენტი გადმოაგდეს და გასაქცევად გაუხადეს საქმე. ასე რომ, არც პოროშენკოს ხელისუფლებას არ ელის იქ კარგი დღე. მარტო სააკაშვილი მოსწონთ და მაგიტომ უჭერენ მას მხარს, ასე არ არის, სააკაშვილის მხარდამჭერებს უბრალოდ არ მოსწონთ, რაც ხდება ქვეყანაში. დღეს უკრაინას არ ჰყავს ქარიზმატული ლიდერი. გამოჩნდა სააკაშვილი. არის დიდი უკმაყოფილო მასა. არიან ცალკეული პარტიის ლიდერები, მაგრამ, როგორც ჩანს, მათი პირადი პოპულარობა არ აღწევს იმ დონეზე. სააკაშვილი დაბადებულია საჯარო მებრძოლად. ამიტომ, მთავარი პოროშენკოსთვის არის სააკაშვილის იზოლირება, მაგრამ ცდება პოროშენკო, მწარედ სცდება, თუ ფიქრობს, რომ პრობლემებს გადაწყვეტს და ეს პროტესტი დაცხრება, რადგან სააკაშვილი აღარ იქნება უკრაინაში. სააკაშვილზე მწარე გამოთქმებს უკრაინის რეალობისადმი დღეს არ ერიდება დასავლური პრესა, ამერიკის პრესა, საფრანგეთის, გერმანიის პრესა. ასე რომ, ორი ვარიანტია, ან საქართველოს გადმოსცემენ, ან გააძევებენ ქვეყნიდან“,-განაცხადა სოსო ცინცაძემ. კითხვაზე - როგორ განვითარდება მოვლენები იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს გადმოსცემენ? ცინცაძე ამბობს, რომ ქართული მართლმსაჯულება რთული ამოცანის წინაშე დადგება. კერძოდ, მისი თქმით, მოსახლეობას და მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს უნდა დააჯერონ ბრალდებები, რასაც სააკაშვილს წაუყენებენ. თავის მხრივ კი, ცინცაძის აზრით, მიხეილ სააკაშვილი შეეცდება, პროცესი ტრიბუნად გამოიყენოს: „არ არის მთავარი, სამართლიანია თუ არა სამართლიანი, რადგან სამართლიანობა ყველას ესმის თავისებურად, პროცესი უნდა იყოს დამაჯერებელი, რომ ეს არ არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, შურისძიება, რომ იმ ბრალდებების, რასაც სააკაშვილს წაუყენებენ, დაიჯეროს ხალხმა.მოსახლეობის უმრავლესობამ უნდა დაიჯეროს, რომ სასამართლო პროცესი იქნება დამაჯერებელი,ეს უნდა დაიჯეროს მთელმა მსოფლიომაც. ციანიდის საქმესავით ამ პროცესს ვერ დახურავს ხელისუფლება. ექსტრავაგანტული სიტუაცია იქნება, თუ გამოვიდა წულუკიანი და თქვა, რომ პროცესი უნდა იყოს დახურული. ამას არავინ მოუწონებს მას, უცხოეთი პირველ რიგში. ამიტომ, სააკაშვილი ყველანაირად შეეცდება, ტრიბუნად გამოიყენოს ეს პროცესი“,-განაცხადა სოსო ცინცაძემ. შეგახსენებთ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დააკავა. მას დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობას და დანაშაულის დაფარვას ედავებიან.
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)