09:42 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-05 12:47:17, 1611 ნახვა

კომენტარი
ბესელია სააკაშვილის დაკავებაზე: ყველა სამართლებრივი პროცედურა, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თაობაზე ქართული მხარის მიერ მოთხოვნა უკრაინაშო მის დაკავებამდე იყო გაგზავნილი. მისივე თქმით, სამართლებრივი პროცედურა საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისო და შიდა ეროვნული კანონმდებლობით უკვე დაწყებულია. ბესელიას განმარტებით, ყველა შემდგომი სამართლებრივი პროცედურა  ორმხრივი სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება:

„მოთხოვნა აქამდეც იყო გაგზავნილი ექსტრადირების თაობაზე და ამ თემაზე გაკეთებული აქვს უკვე როგორც იუსტიციის სამინსიტროს ასევე მთავარ პროკურატურას შესაბამისი განცხადებებიც და განმარტებებიც. ეს სამართლებრივი პროცედურა საერთასორისო თანამშრომლობის ფარგლებში, საერთასორისო და შიდა ეროვნული კანონმდებლობით უკვე დაწყებულია იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს საქართველოში წინასწარი პატირმობა შეფარდებული, გაცემულია დაპატიმრების ბრძანება.ყველა შემდგომი სამართლებრივი პროცედურა მოხდება ორმხრივი სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია, - ამის შესახებ Strana იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი სახურავიდან სპეცრაზმელებმა ჩამოიყვანეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მიხეილ სააკაშვილი შენობიდან გაიყვანა და მანქანაში ჩასვა. ამ ეტაპზე სააკაშვილის განყოფილებაში გადაყვანას ცდილობენ, თუმცა ადგილზე შეკრებილი მოსახლეობა უსაფრთხოების სამსახურს მანქანის გაყვანის შესაძლებლობას არ აძლევს.

ამასთან, სააკაშვილის დაკავების ორდერიც გადასცეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics