00:50 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-05 10:07:47, 1669 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის მინისტრის მოადგილე რომის სტატუტის წევრი ქვეყნების ასამბლეაში მონაწილეობს

საქართველოს დელეგაცია იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ჰააგის სასამართლო) წესდების (რომის სტატუტის) ხელმომწერი სახელმწიფოების ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობს, რომელსაც ქალაქი ნიუ-იორკი მასპინძლობს.

ასამბლეა 4 დეკემბერს საზეიმო ღონისძიებით გახსნეს გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიოს გუტიერესმა, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტმა სილვია ფერნანდეს დე გურმენდიმ და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული დელეგაციის მონაწილეობა ასამბლეაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ჰააგის სასამართლოს მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ფარგლებში ჩადენილი დანაშაულების გამოძიება და, ზოგადად, ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობა სულ უფრო ინტენსიურ ფაზაში შედის. 

უწყების ცნობით, ქართული მხარე ასამბლეის ფარგლებში არაერთ ღონისძიებას გეგმავს.

 იუსტიციის მინისტრის მოადგილე მნიშვნელოვან გზავნილებს გააჟღერებს გენერალურ დებატებზე.

 დელეგაცია გამართავს საინფორმაციო შეხვედრებს − რომის სტატუტის ხელმომწერ სახელმწიფოებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაწვდის ინფორმაციას 2008 წლის ომის საქმის გამოძიების შესახებ,  მონაწილეობას მიიღებს სამართლებრივ დისკუსიებში აგრესიის დანაშაულთან მიმართებით ჰააგის სასამართლოს იურისდიქციის ამოქმედების საკითხზე,  ჩაერთვება სასამართლოს განმწესრიგებლის კანდიდატისა და 6 ახალი მოსამართლის არჩევის პროცესში.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პარტნიორ სახელმწიფოებთან 2008 წლის ომის საქმის გამოძიებაში მხარდაჭერის მისაღებად, აგრეთვე, ჰააგის სასამართლოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან მიმდინარე გამოძიების ეფექტურად წარმართვისა და კოორდინაციის მიზნით.

შეხვედრა  აშშ-ის უმაღლესი სასწავლებლების ქართველ სტუდენტებთან გაიმართება.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან, აგრეთვე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე და იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ბექა ძამაშვილი. 

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics