2017-12-05 08:58:56, 1706 ნახვა
კომენტარი
გახარია: დანაშაულში მონაწილე ყველა ფიგურა დადგენილი და დაკავებულია
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშულში მონაწილე ყველა ფიგურა დადგენილი და დაკავებულია.
„დანაშაულში მონაწილე ყველა პირი დადგენილი და დაკავებულია“,-აცხადებს შს მინისტრი.
ცნობისთვის, პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად ორი მოზარდი მოკლეს.
ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მომხდარიდან მეორე დღეს დაიღუპა.
ავტორი: ,