14:06 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-04 18:53:40, 2255 ნახვა

სამართალი
გიორგი გოგაძე: ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ძებნილი ყველა პირი დაკავებულია

მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძის ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ყველა ძებნილი პირი დაკავებულია.

როგორც გოგაძემ განმარტა, საგამოძიებო მოქმედებები ისევ მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებით 100-ზე მეტი მოწმეა დაკითხული.

"ეს არის ძალიან დინამიური პროცესი. ვსაუბრობთ რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფაქტზე. ყოველ საათში მოგვდის ახალი ინფორმაცია, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. ყველა პირი ვისაც ვეძებდით დაკავებულია, თუმცა მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და შესაძლოა მონაცემები შეიცვალოს. 100-ზე მეტი ადამიანი დაიკითხა, მაგრამ ეს ციფრი საათობრივად იცვლება", - განაცხადა გოგაძემ.

შეგახსენებთ, 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების დროს 2 მოსწავლე დაიჭრა. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, ხოლო მეორე მოზარდი სიკვდილს 20 საათზე მეტხანს ებრძოდა. დაჭრილი მოსწავლე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მოზარდები 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები იყვნენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ცნობისთვის, მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, ერთი არასრულწლოვანი იმავე დღეს დააკავეს, ხოლო მეორე ეჭვმიტანილი ცოტა ხნის წინ პოლიციას ჩაბარდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics