02:33 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-07 18:47:01, 521 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ლარის სტაბილიზაცია 2–3 კვირაში დაიწყება

საქართველოს პრემიერ–მინისტრის მტკიცებით, ეროვნული ვალუტის დასტაბილურება დოლართან მიმართებაში 2–3 კვირაში დაიწყება.  

ამის შესახებ ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გოკა გაბაშვილის შეკითხვას, ლარის გაუფასურების შედეგად 530 000 ოჯახს გაუძვირდა თუ არა საბანკო სესხი, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ საპარლამენტო უმცირესობა ქვეყანაში აჟიოტაჟს ქმნის, რაც სიტუაციის დარეგულირებას ხელს უშლის.

პრემიერის შეფასებით, ქვეყანაში ეროვნული ვალუტის გაუფასურება საგარეო ფაქტორებმა გამოიწვია.

„ლარის სტაბილიზაცია 2–3 კვირაში დაიწყება. თქვენი განცხადებები და დემაგოგია, აჟიოტაჟი რასაც თქვენ ქმნით, ხელს არ უწყობს ქვეყანაში სიტუაციის დარეგულირებას“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics