|
2017-12-04 15:13:38, 1723 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებს 8 დეკემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდებს
დედაქალაქის მერი კახა კალაძე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მშობლებს მოუწოდებს, 8 დეკემბერს, ასოციაცია "ანიკას" შენობაში დაგეგმილ შეხვედრას დაესწრონ, რომელსაც მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი გამართავს. კახა კალაძის თქმით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური მზადაა, მშობლებს ამომწურავი და დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს. „ვიცით, რომ ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა და ამ მიმართულებით დიდი ინტერესი არსებობს. აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებს მინდა მივმართო, რომ 8 დეკემბერს, შეუძლიათ, "ანიკას" შენობაში გელა ჩივიაშვილთან შეხვედრაზე მიბრძანდნენ. შეხვედრაზე პროგრამებისა და ქვეპროგრამების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ, რომლებიც ამ მიმართულებით განხორციელდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათი ყველა მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ“, - განაცხადა კახა კალაძე. ასოციაცია "ანიკას" შენობაში აღნიშნული შეხვედრა 8 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება (ცოტნე დადიანის N136). (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)