09:42 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-04 13:30:34, 1844 ნახვა

კომენტარი
გვენეტაძე: გრძელვადიან პერიოდში ინფლაციის დაბალ ნიშნულზე შენარჩუნება ნომინალური ეფექტური კურსის გამყარებას გამოიწვევს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, გრძელვადიან პერიოდში ინფლაციის დაბალ ნიშნულზე შენარჩუნება, ნომინალური ეფექტური კურსის გამყარებას გამოიწვევს.

მისივე თქმით, საშუალო 3%-იანი ინფლაციის პირობებში, ნომინალურ ეფექტურ გაცვლით კურსს წლიურად საშუალოდ 2,5%-იანი გამყარების ტრენდი ექნება:

„მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი აუცილებელია კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისა და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის. მცურავი გაცვლითი კურსი ხასიათდება მოკლევადიანი მერყეობებით და ასრულებს შოკების მშთანთქავ ფუნქციას, რამდენადაც გაცვლითი კურსის ცვლილება ასუსტებს აღნიშნული შოკის  გავლენას რეალურ ეკონომიკაზე, ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციაზე.თუ განვიხილავთ გაცვლითი კურსის გრძელვადიან დინამიკას, სხვაობა პროდუქტიულობის ზრდებს შორის განსაზღვრავს რეალური გაცვლითი კურსის დინამიკას.რეალური გაცვლითი კურსი კი თავის მხრივ ინფლაციის გათვალისწინებით, განსაზღვრავს ნომინალურ კურსს. გრძელვადიან პერიოდში ინფლაციის დაბალ  დონეზე შენარჩუნება ნომინალური ეფექტური კურსის გამყარებას გამოიწვევს.

მომავალში, თუ რეალური კურსის გამყარების ტრენდი შემცირდა 1, 5%-მდე, საშუალო 3%-იანი ინფლაციის პირობებში ნომინალურ ეფექტურ გაცვლით კურსს წლიურად საშუალოდ 2,5%-იანი გამყარების ტრენდი ექნება, რადგან საქართველოში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლები უფრო ნაკლებია, ვიდრე ჩვენი პარტნიორების საშუალო შეწონილი ინფლაცია.

ეს ეხება ნომინალურ ეფექტურ კურსს და არა კურსს რომელიმე  ერთ ვალუტასთან დაკავშირებით. ლარის კურსის დინამიკა კონკრეტული ვალუტების მიმართ აღნიშნულის გარდა სხვა ფაქტორებზეც შეიძლება იყოს დამოკიდებული“,-აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics