|
2017-12-04 13:01:23, 1625 ნახვა
საზოგადოება
სამეცნიერო წრეებმა, ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის პროექტზე იმსჯელეს
სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო წრეების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამომავლო ტაქტიკისა და გასატარებელი ღონისძიებების საკითხები სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“ გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნებოს სამინისტრო ავრცელებს. როგორც "ექსპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, აღინიშნა, რომ აზიური ფაროსანა არ მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს არაერთი ქვეყნის პრობლემაა და მნიშვნელოვანია გლობალურად იქნას აღქმული საკითხის მნიშვნელობა და შემუშავდეს ბრძოლის ეფექტიანი სტრატეგია. სამუშაო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მავნებელთან ბრძოლა შედეგიანი მხოლოდ სახელმწიფოს, მეცნიერების, ბიზნესსექტორისა და ფერმერების ერთობლივი ძალისხმევით იქნება შესაძლებელი. მინისტრის განცხადებით, 2017 წლის გამოცდილების საფუძველზე, ქვეყანაში შემუშავდა ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიის პროექტი, რომელიც დღეს გამართული სამუშაო შეხვედრის ფორმატში იქნება განხილული და შეჯერებული იმ გამოცდილებებთან, რომელიც სხვა ქვეყნებში არსებობს და რომლის შესახებაც მოწვეულ მეცნიერებთან ერთად იმსჯელებენ შეხვედრის მონაწილეები. „საქართველოში მოწვეულია ყველა ის წამყვანი ენტომოლოგი და სპეციალისტი, ვისაც მნიშვნელოვანი გამოცდილება გააჩნია აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით. ჩვენ გვექნება სხვადასხვა ტიპის პრეზენტაცია; გვექნება მსჯელობა, დისკუსია და საბოლოოდ შეჯერებული გეგმის პრეზენტაცია, რომლის შემდეგაც დავიწყებთ ღონისძიებების გატარებას. სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუდმივად მუშაობს მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე, მათ შორის, ფიტოსანიტარიული სამსახურის პოტენციალის ზრდისა და ტექნიკური აღჭურვის კუთხით იმისათვის, რომ მომავალ წლებში ჩვენ უფრო ეფექტიანად გავუმკლავდეთ გამოწვევას, რომელიც გამოწვევაა არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ არაერთი ქვეყნის სოფლის მეურნეობის დარგისთვის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“ გამართული შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და აგრიჯორჯიასა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თხილის სექტორის განვითრების პროექტის - USAID/GHIP ორგანიზებითა გაიმართა. (NS)
პაპუაშვილი – ჰერჩინსკიმ ტონს დაუწიოს, აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
ვლადიმერ ჭინჭარაულის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო ხელოვნური ინტელექტი BOG-ის სტიპენდიით?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)