10:16 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-01 18:35:53, 1288 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეები მოინახულა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, ბათუმის მერის მოადგილემ ლელა სურმანიძემ, ქალაქ ბათუმის N13 საჯარო სკოლაში აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეები მოინახულეს და ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2016-17 სასწავლო წლიდან ბათუმის N13 საჯარო სკოლაში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც 10 აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლით დაკომპლექტდა. სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთათვის შექმნილია მათზე მორგებული, სასწავლო პროცესისათვის სათანადო პირობები და გარემო. სასწავლო პროგრამა განათლების ეროვნულ სასწავლო გეგმას ეფუძნება და ორიენტირებულია აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე.

“წელს, აჭარის მთავრობის დაფინანსებით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ „სკოლების მშენებლობა რეაბილიტაციის“ პროგრამის ფარგლებში ქ. ბათუმის #13 საჯარო სკოლაში განახორციელა აუტისტური სპექტრის ჯგუფის მოსწავლეებისათვის დამატებითი სპეციალური სივრცეებისა და სველი წერტილების მოწყობა. ასევე, განხორციელდება პროგრამის ფარგლებში სკოლის ტერიტორიის კეთილმოწყობა, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტიდან გამოყოფილი იქნა 112 000 ლარი”, - აცხადებენ სამინისტროში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics