08:05 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-01 17:35:06, 1699 ნახვა

კომენტარი
ირაკლი სესიაშვილი: ტერორიზმის გამოწვევასთან მიმართებაში 100%-იანი გარანტია არ არსებობს

„ამ გამოწვევასთან მიმართებაში 100%-იანი გარანტია არ არსებობს. ასე მარტივად არ დგას საკითხი, რომ 100%-იანი გარანტია იყოს თუნდაც საზღვარზე“,-ასე უპასუხა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში შეკითხვას-საკმარისადაა თუ არა დაცული საქართველოს სახელმწიფოს საზღვრები.

თუმცა, სესიაშვილის განცხადებით, ყველაფერი კეთდება, რათა ქვეყანაში გატარდეს როგორც  პრევენციული ღონისძიებები, ასევე გაძლიერდეს   საზღვრები, შიდა უსაფრთხოება და  კონდაზვერვითი საქმიანობა.

„როცა ვსაუბრობთ ტერორიზმზე, ტერორიზმს სამწუხაროდ საზღვრები არ გააჩნია. ეს არის 21-ე საუკუნის ძალიან სერიოზული გამოწვევა და არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის იმ მეგასახელმწიფოებისთვის, რომელთაც აქვთ ძალიან დიდი რესურსი, ტექნიკური შესაძლებლობაც, გამოცდილებაც და ძალიან ძლიერი სპეცსამსახურებიც. ასე მარტივად არ დგას საკითხი, რომ 100%-იანი გარანტია იყოს გინდა საზღვარზე, გინდა ქვეყანაში  და ზოგადად ამ გამოწვევასთან მიმართებაში 100%-იანი გარანტია არ არსებობს. თუმცა, სახელმწიფოები, მათ შორის ჩვენი ქვეყანა თავის პარტნიორებთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ, რათა გავატაროთ როგორც პრევენციული ღონისძიებები, ასევე გავაძლიეროთ ჩვენი საზღვრებიც, ქვეყნის შიდა უსაფრთხოება, კონდაზვერვითი საქმიანობა, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოვახდინოთ პრევენციაც და რეაგირებაც“,-აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სსმასახურმა დაადასტურა, რომ სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული პირებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია.მან თავი აიფეთქა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics