23:53 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-01 12:02:43, 2014 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში წელს აივ/შიდსის 577 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

2017 წლის 11 თვის მონაცემებით, აივ/შიდსის 577 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - აღნიშნული მონაცემები, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრმა გაასაჯაროვა.

ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში სულ რეგისტრირებულია აივ/შიდსის 6 711 შემთხვევა, მათგან 5013 მამაკაცი და 1698 ქალია. ინფიცირებულთა უმრავლესობის ასაკი 29-დან 39 წლამდეა.

შიდსის ცენტრის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, განსაკუთრებით საგანგაშოა კაცებს შორის სქესობრივი კავშირის დროს გავრცელების შემთხვევები და ამ მხრივ, ბოლო 10 წლის განმავლობაში გავრცელების მაჩვენებელი 5%-დან 25%-მდე გაიზარდა.

“ზოგადად ნარკომანებს გაასწრო ჰეტეროსექსულური გზით გადაცემის შემთხვევებმა. 44% მოდის ჰეტეროსექსუალური გზით გადაცემის შემთხვევებზე, ხოლო 43% - ნარკომანიის, მაგრამ განსაკუთრებით აღინიშნება ძალიან საგანგაშო ზრდა კაცებს შორის სქესობრივი კავშირის დროს გადაცემის. ამ მხრივ, ბოლო 10 წლის განმავლობაში გავრცელების მაჩვენებელი 5%-დან გაიზარდა 25%-მდე. ყოველ მეოთხე კაცს, რომელსაც აქვს სქესობრივი კავშირი კაცთან, აქვს შიდსი”, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს გენერალური ასამბლეის 1988 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად 1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება.

ქვეყნის მასშტაბით განთავსებულ ამბულატორიებში მოქალაქეებს აივ ინფექციაზე ტესტის ჩატარება უფასოდ შეუძლიათ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics