|
2017-11-29 18:56:51, 1901 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს ეფექტურად აფასებს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი ჟუჟანა ჯაკაბი ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით საქართველოს მიღწევებს მიესალმება და სფეროში განხორციელებულ მასშტაბურ რეფორმებს ეფექტურად აფასებს, - ამის შესახებ ჟუჟანა ჯაკაბმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა. საუბარი შეეხო საქართველოსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და მზად არის, მომავალშიც განაგრძოს ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობა, რათა საქართველოს ჯანდაცვის სისტემა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს და მოსახლეობის საჭიროებებზე მეტად ორიენტირებული გახდეს. შეხვედრისას ასევე დადებითად შეფასდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ოფისს შორის გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულება 2018-2019 წლებისთვის, რომელსაც დღეს ხელი ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა ჟუჟანა ჯაკაბმა მოაწერეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მომავალი წლის შემოდგომაზე რომში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 68-ე სხდომაზე საპატიო სპიკერად მიიწვია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი თბილისში ორგანიზაციის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომის ფარგლებში იმყოფება, რომელსაც საქართველო თავმჯდომარე ქვეყნის რანგში მასპინძლობს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)