03:38 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-29 17:16:45, 1688 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი მერაბიშვილზე: სტრასბურგის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ სისხლის სამართლებრივ დევნაში პოლიტიკური არაფერი იყო

„ჩვენ ხელთ გვაქვს სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება, რომელიც შავით თეთრზე ამბობს, რომ ამ სისხლით სამართლებრივ დევნაში, არაფერი პოლიტიკური არ იყო“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა  წულუკიანმა „TV პირველის“ ეთერში,  სტასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილია.

„ჩვენ  ვართ როგორც მხარე კმაყოფილი ამ გადაწყვეტილებით,  რადგან ვთვლი, რომ ეს ობიექტური  გადაწყვეტილებაა.  ჩვენ გავასაჩივრეთ პალატის გადაწყვეტილება  დიდ პალატაში მე-18  მუხლის გამო და მივიღეთ უკეთესი შედეგი, აქედან არის სწორედ ჩემი კმაყოფილება, რადგანაც პალატის გადაწყვეტილებაში არაფერი იყო ნათქვამი იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა მერაბიშვილის დაკავება კანონიერი, იყო თუ არა სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკური შეფერილობის.  დიდმა პალატამ ჩვენი გასაჩივრების შედეგად  ეს საკითხი ცალკე თავად გამოჰყო და მან ცალკე დასაბუთებით განიხილა, იყო თუ არა პოლიტიკური შეფერილობა სისხლის სამართლებრივ საქმეზე და თქვა, რომ მომჩივნის არგუმენტები მიუხედავად მწვავე პოლიტიკური დებატისა, რომლის  კონტექსტშიც ეს საქმე წარიმართა, საკმარისი არ იყო, იმის  სათქმელად, რომ წინასწარი პატიმრობა მიზნად ისახავდა მერაბიშვილის პოლიტიკიდან ჩამოშორებას და არა მის პასუხისგებას  ჩადენილ დანაშაულებზე.  შესაბამისად, დიახ ჩვენ გვაქვს კმაყოფილების საფუძველი, რადგან ერთხელ და სამუდამოდ  წერტილი დაესვა  „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული, აფილირებული პარტიების  და პოლიტიკოსების სპეკულირებას იმასთან დაკავშირებით, რომ მერაბიშვილი თითქოს პოლიტიკური ნიშნით იყო სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში და არა იმიტომ რომ მან ჩაიდინა რაიმე ტიპის დანაშაული“, - განაცხადა წულუკიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics