06:18 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-29 13:45:56, 1640 ნახვა

კომენტარი
მელია: ვითარება საგანგაშოა, სუს-ი უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას ვერ უზრუნველყოფს

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხო ცხოვრებას ვერ უზრუნველყოფს.

როგორც მელიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, პარლამენტში შესაბამისი საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას.

"ის რაც თბილისში მოხდა 10 დღის წინ არის უმძიმესი. ამას აქვს 2 ახსნა: ან მოხდა საერთაშორისო ტერორიზმში ბრალდებული ადამიანების შემოპარვა ქვეყანაში და მერე მათ მოახერხეს განლაგება თბილისის ცენტრში, ან არის მეორე ახსნა, რომ სახელმწიფო დონეზე რაღაცა ჯგუფმა შეითანხმა მათი ქვეყანაში შემოყვანა გაურკვეველი მიზნების შესასრულებლად. მერე მოხდა ამ შეთანხმების დარღვევა და ამის მიღმა მოხდა ის რაც ვიხილეთ. პირველი პრაქტიკულად არის შეუძლებელი, იმიტომ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით ჩვენ ვიცით, რომ ხორციელდებოდა მათი თვალთვალი და მეტიც ნებისმიერი დეპუტატი, რომ მივიდეს ისანში და გაესაუბრება მაცხოვრებლებს, ყველა ერთხმად საუბრობს, რომ თვეების განმავლობაში ხორციელებოდა თვალთვალი სუს-ის მიერ. ამაზე საუბრობს ადგილობრივი მოსახლეობა. ეს გამორიცხავს, რომ ეს ადამიანები იყვნენ შემოპარულნი. სუს-ის სისტემა არის მოშლილი. დასადგენია ამ ადამიანების მოტივი, ვინ შეუწყო ხელი, რომ ისინი ყოფილიყვნენ თვეების განმავლობაში. ხელის გულზე დევს რეალობა, რომ სუს-ი ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას. ვითარება საგანგაშოა და საჭიროა პარლამენტში შესაბამისი კომისიის შექმნა. შეიქმნას საგამოძიებო კომსსია და მოხდეს განხილვა", - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics