|
2015-05-07 13:58:25, 340 ნახვა
პოლიტიკა
შს მინისტრმა კომიტეტის სხდომაზე უწყებაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროებისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, უწყებაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. როგორც გომელაურმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიციის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა. მინისტრის თქმით, 2012 წლის ნოემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებაზე ორიენტირებულ უწყებად ჩამოყალიბდა და მისი ძირითადი მიზანი მოქალაქეთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვაა. „ ყურადღება ეთმობა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას, არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები ჩართულები არიან შს სამინისტროს მიერ არაერთი კანონპროექტის და სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების პროცესში. განსაიდუმლოვდა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, ანტიკორუფციული სააგენტოსა და გენერალური ინსპექციის დებულებები; გამოქვეყნდა დანაშაულის სტატისტიკა, რომელიც არა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს, არამედ ყველა საგამოძიებო უწყების მონაცემებს აერთიანებს; მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა ნარკოტიკული დანაშაულის, ოჯახში ძალადობის, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხების რეგულირების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფის სფეროებში; გამჭვირვალეა დროებითი მოთავსების იზოლატორების საქმიანობა და სხვა“,- აღნიშნა შს მინისტრმა. გომელაურის თქმით, 2012 წლის ნოემბრიდან ადამიანის უფლების დარღვევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. "2012 წლის ნოემბრიდან დღემდე იზოლატორებში სახალხო დამცველის წარმომადგენლებისა და უცხოელი უფლებადამცველების 140-ზე მეტი ვიზიტი შედგა და ადამიანის უფლებების დარღვევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. სამინისტროს მიერ მომზადდა კანონპროექტი, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში მისი ოჯახისთვის ერთჯერადად 100 ათასი ლარის ოდენობით და ყოველთვიურად 1000 ლარის ოდენობის კომპენსაციას ითვალისწინებს", -განაცხადა შს მინისტრმა. გარდა ამისა, როგორც გომელაურმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის ფარგლებში, ახლო მომავალში იგეგმება სამინისტროს სისტემის გაყოფა – ცალკე უწყებად დარჩება შინაგან საქმეთა სამინისტრო და შეიქმნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საკუთარი ამოცანებით და სტრუქტურით. "აღნიშნული წარმოადგენს იმ რეფორმის ლოგიკურ გაგრძელებას, რომელიც შს სამინისტროში დაიწყო 2012 წლიდან. პოლიციის ორგანოების ძირითად ფუნქციად დანაშაულის თავიდან აცილება და აღკვეთა დარჩება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კი სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საფრთხეების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება, სპეციფიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. აღნიშნული ცვლილების შედეგად უზრუნველყოფილი იქნება სისტემის ფარგლებში მოქცეული ჭარბი ძალაუფლების დეკონცენტრაცია, რაც დადებითად აისახება ადამიანის უფლებათა დაცვის ეფექტიანობაზე", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. შს მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება იქნება, სამსახურის უფროსის კანდიდატურას პარლამენტს შესთავაზებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტი კი მას სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს 6 წლის ვადით. ერთი პირი აღნიშნულ თანამდებობაზე ზედიზედ ორჯერ არ აირჩევა.
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)